კობახიძე ზურაბიშვილს დაპატიმრებით დაემუქრა

5 hours ago 2

22 დეკემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერ მინისტრი დაპატიმრებით დაემუქრა საქართველოს პრეზიდენტს. ირაკლი კობახიძის თქმით, 29 დეკემბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გისოსებს უკან შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ის პრეზიდენტის სასახლიდან არ გავა.

"29-ში მას მოუწოდებს თანამდებობის დატოვება. ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას – გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. მე მგონია, რომ მას ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ზურაბიშვილის განცხადების თანახმად, ის ლეგიტიმური პრეზიდენტია. ერთპარტიულად არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და მისი დაგეგმილი ინაუგურაცია კი მისი თქმით, ლეგიტიმური არ არის.

სალომე ზურაბიშვილი ერთი დღით ადრე სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წევრებს შეხვდა. მან გაიმეორა მოწოდება საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ და თქვა, რომ ქვეყანა ახალ ფაზაში შევიდა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. მან განაცხადა, რომ შეხვდება ბიძინა ივანიშვილს ახალი არჩევნების შესახებ სასაუბროდ და არსებული სიტუაციის განსახილველად.

კობახიძემ პრეზიდენტის პოტენციური დაკავება დაუკავშირა ახალი არჩევნების მოთხოვნასაც, დასძინა რა, რომ მას მერე რაც ცესკომ დაამტკიცა არჩევნების შედეგები და საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრეზიდენტის სარჩელი, განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად ამოწურულია ყველანაირი სამართლებრივი ბაზა.

სრულად წაკითხვა