„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 28 ივნისს თბილისში ამერიკელ ეკონომისტს, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის პრესრელიზის თანახმად, საუბარი შეეხო „ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს“.
„აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით“, – ნათქვამია პრესრელიზში, რომლის თანახმადაც შეხვედრას „ქართული ოცნების“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
საქსი ბოლო წლებში ცნობილი გახდა აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატოს პოლიტიკის კრიტიკით, განსაკუთრებით უკრაინაში ომთან დაკავშირებით. მისი მტკიცებით, დასავლეთმა წვლილი შეიტანა იმ გარემოებებში, რომლებმაც რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა გამოიწვია. ოპონენტების თქმით, ამგვარი ხედვა კრემლის ნარატივებს ემთხვევა.
საქსი ხშირად ჩნდება რუსეთის სახელმწიფო მედიაში და მას ხშირად ციტირებენ საქართველოს სახელისუფლებო მედია საშუალებები და „ქართული ოცნების“ წევრები. 2024 წლის ბოლოს მან მხარდაჭერა გამოუცხადა ე.წ. 3+3 რეგიონული თანამშრომლობის ფორმატს, რომელშიც მონაწილეობენ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა: რუსეთი, ირანი და თურქეთი. თბილისი პლატფორმის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
This post is also available in:

2 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·