ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვახტანგ გომელაურისა და ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების დასანქცირების შემდეგ, საქართველოს იზოლირებული პრემიერი, ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს და შტატების გადაწყვეტილებას “ანტიქართულად” აცხადებს.
იგი ამტკიცებს, რომ გომელაური მოქმედებდა და მოქმედებს მაღალი სტანდარტით, ხოლო, გიორგი გახარიას დროს, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები მაშინ, როცა ამის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი.
კობახიძეს, რომელიც ახლა ლამის ითხოვს გახარია დაასანქცირონ გომელაურის ნაცვლად, ავიწყდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა, 20 ივნისის მერე გიორგი გახარია პრემიერობამდე დააწინაურა და იგი იყო მისი, როგორც ოცნების გუნდის წევრის, ლიდერი.
ეს საკითხიც მანამდე განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა. ეს (სანქციები) არის მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილება. აქაც ჩანს არაფორმალური გავლენები. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში შსს მოქმედებს ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით, გვაქვს კონკრეტული მაგალითები. გახარიას მინისტრობის პერიოდში 7-მა ადამიანმა უმძიმესი დაზიანება მიიღო, რისი აუცილებლობაც არ არსებობდა, მაგრამ მათი ფავორიტის, გახარიას მოქმედებების შედეგად, 7-მა ადამიანმა ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დაზიანება მიიღო.
არსებობს ორმაგი სტანდარტი. დღეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი შსს დაასაქნცირეს, მაგრამ თავის დროზე ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, არ დაუსანქცირებიათ. რაც შეეხება ჩვენს რეაგირებას სანქციებზე, თუკი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი, ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას,” – აღნიშნა კობახიძემ.