კობახიძე სტრასბურგზე: ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა

4 hours ago 3

ყოველ ჯერზე, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, მათ შორის, რუსეთთან მიმართებით, როცა საქმე ეხება სიმართლისა და ჭეშმარიტების დადგენას სასამართლო ინსტანციებში, ყველგან ჩვენს სახელმწიფოს, ხელისუფლებას ეკავა ძალიან პრინციპული პოზიცია.

ჩვენ მოვიგეთ ყველა საქმე სტრასბურგის სასამართლოში და ასევე მოვიგეთ საქმე ჰააგის სასამართლოში, სწორედ, ჩვენი ხელისუფლების პრინციპული დამოკიდებულების შედეგად.

ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც დადგა. მადლობა ეკუთვნის იუსტიციის მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ საჯარო მოსამსახურეს. არაფერ შუაში არ არის ომის დაწყების საკითხთან ეს ყველაფერი, თავისი დანაშაული აქვს რუსეთის ფედერაციას და სწორედ ამაზე აიგო ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული საქართველოს სასარგებლოდ. როდესაც მათ ჰქონდათ საპასუხო ინტერვენცია, იქ დაირღვა კონკრეტული უფლებები და სწორედ ამ უფლებების დარღვევას ეხება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ.

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოკუპაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

სრულად წაკითხვა