კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

3 days ago 6

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს – ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის და ვლადიმერ პუტინის ერთად გამოჩენას აშხაბადში ფორუმზე.

სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ ფაქტის გატარება “არ შეიძლება” და ქუჩაში გასაპროტესტებლად რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს.

მამა დოროთე კობახიძის გადადგომას ითხოვს – “დღესვე უნდა დაიწყოს უწყვეტი პროტესტი”.

თუ ესეც გაატარა ერმა, იქიდან გამოსვლა თაობებს გაუჭირდება, ნუ იყოფით. ვიცი კიდევ ორჭოფობთ და არ გამოდიხართ, არ აპროტესტებთ ვერ გამართლდებით შთამომავლობის და ღმერთის წინაშე. თქვენი დუმილი და სიმშვიდე ქვეყნის გაყიდვის ტოლფასია. მთელი მთავრობა და ძალოვნები, რომლებიც იცავენ ქვეყნის გამყიდველ პრემიერს და ოცნებას, დამნაშავეა ქვეყნის და ღმერთის წინაშე.
დღესვე უნდა დაიწყოს უწყვეტი პროტესტი, კობახიძე უნდა გადადგეს და დაინიშნოს სამართლიანი არჩევნები. ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს, რათა ერმა შეძლოს კუთვნილი ძალაუფლების დაბრუნება.
დღეიდან ყველა რუსთაველზე” – წერს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი.

ირაკლი კობახიძე და ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში, აშხაბადის მშვიდობის ფორუმს ესწრებიან. “ოცნების” პრემიერი თურქმენეთში მაკა ბოჭორიშვილთან და ლევან ჟორჟოლიანთან ერთად გუშინ გაემგზავრა.

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმი იმართება, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან იუბილესთან დაკავშირებით ტარდება.

სრულად წაკითხვა