გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მიმართავს – მიხაელ როთი საქართველოს პრემიერს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

“გაიწვიე უცხოელ აგენტთა კანონი” – მიმართავს როთი და სოციალურ ქსელში წერს, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, “ქართული ოცნება” საქართველოს ევროპულ მომავალს გაანადგურებს.

ძვირფასო ირაკლი კობახიძე, დაუყოვნებლივ შეწყვიტე ძალადობა შენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციებს აწყობენ ევროპული ღირებულებებისთვის. გაიწვიე უცხოელ აგენტთა კანონი! არ გაანადგურო საქართველოს მომავალი, რომელიც ევროპის გულშია” – წერს როთი.