კობახიძემ EU აიძულა კიდევ ერთი წუხილი, შეშფოთება გამოეთქვა და დაეგმო ძალადობა – პასუხი

2 weeks ago 16

1

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია:

ევროკავშირი სწუხს ირაკლი კობახიძის განცხადების გამო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, რომ არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე. აღვნიშნავთ, რომ ეს განცხადება აღნიშნავს გადახვევას საქართველოს ყველა წინა ხელისუფლების პოლიტიკიდან და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებიდან, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა და დემოკრატიულმა უკანსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება უკვე მიმდინარე წლის ივნისში და რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია.

ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ იცავენ თავიანთ ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს. საქართველოს ხელისუფლების ეს ქმედებები პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობაზე.

ევროკავშირი იმეორებს სერიოზულ შეშფოთებას ქვეყნის უწყვეტი დემოკრატიული უკუსვლის გამო, იმ დარღვევების ჩათვლით, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდსა და საპარლამენტო არჩევნების დროს მოხდა. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მოუთმენლად ელის ეუთო/იდირ-ის საბოლოო ანგარიშს და მის რეკომენდაციებს. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლისთვის მისი არჩევანის გვერდით. ევროკავშირის კარი ღია რჩება და საქართველოს დაბრუნება ევროპულ ღირებულებებისკენ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია.

სრულად წაკითხვა