კობახიძემ და ჩინეთის ელჩმა ბოლო სამ კვირაში მეორე შეხვედრა გამართეს

1 day ago 3
Ambassador of China to Georgia H.E. Zhou Qian and Georgian Dream Prime Minister Irakli Kobakhidze holding meeting on October 13, 2025. Photo: Government of Georgia/Facebook.

​„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 13 ოქტომბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა, რაც 2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული მეხუთე, ხოლო ბოლო სამ კვირაში მეორე შეხვედრაა.

მთავრობის პრესრელიზის თანახმად, დიპლომატმა კობახიძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის „დამაჯერებელი გამარჯვება“ მიულოცა.

„შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკაზე“, – ნათქვამია პრესრელიზში. „ჩინეთის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადასცა ჩინური მხარის ოფიციალური მიწვევა ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რომელიც შანხაიში 5-10 ნოემბერს გაიმართება“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა