
„ქართული ოცნების“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა. მას რევაზ სოხაძე შეცვლის, განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 24 აპრილს. ქარსელაძე ამ თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა.
კობახიძის თქმით, ქარსელაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. კობახიძემ მადლობა გადაუხადა მას გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ „მისი ხელმძღვანელობით წლების განმავლობაში მრავალი უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა“.
ქარსელაძემ გადადგომის მიზეზები არ დააკონკრეტა. ამის ნაცვლად, მან მადლობა გადაუხადა კობახიძეს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიას და სხვებს, ვინც მხარს უჭერდა მას, მათ შორის, ვინც „კონსტრუქციული კრიტიკა“ შესთავაზა მუშაობის გასაუმჯობესებლად.
ახალდანიშნული მინისტრი, 47 წლის რევაზ სოხაძე, 2017 წლიდან თბილისის საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი იყო. მას დედაქალაქის ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაც ეკავა.
აპრილის დასაწყისიდან „ქართული ოცნება“ თავის რიგებში ცვლილებებს ახორციელებს. ამ ცვლილებებმა გააჩინა ვარაუდი, რომ ერთ-ერთი მიზეზი 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება და მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან გამკლავების მცდელობაა.
ასევე წაიკითხეთ:
- 03/10/2024 – განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა
- 25/09/2024 – კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს
This post is also available in: English (ინგლისური)
Read Next
24/04/2025 - 12:00
დავითაშვილი მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს
23/04/2025 - 17:19
ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხით მანიპულირებაში ადანაშაულებს
23/04/2025 - 14:47
სადავო სამართლებრივი ცვლილებების ფონზე, საქართველოში სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შეიქმნა
17/04/2025 - 19:56
კობახიძე ადგილობრივ არჩევნებზე საუბრობს, „აგენტებს“ აკრიტიკებს, წარსულს იხსენებს და დაპატიმრებებს ამართლებს
13/04/2025 - 14:30
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე მშვიდობის, ეკონომიკის, ევროკავშირთან და რუსეთთან ურთიერთობების შესახებ საუბრობს
11/04/2025 - 18:17