Levan Zautashvili , newly appointed state representative in the Mtskheta-Mtianeti region.
Photo: Government of Georgia/Facebook.„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რეგიონული განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულად დანიშნა, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციამ 12 აგვისტოს.
ზაუტაშვილი იმავე თანამდებობას ადრეც იკავებდა მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ის 2017 წელს გუბერნატორად დანიშნა. უფრო ადრე, 2013 წლიდან 2017 წლამდე, ზაუტაშვილი „კასტელ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა და მსოფლიო ბანკის პროექტებზე მუშაობდა.
ზაუტაშვილმა ახალ თანამდებობაზე ალექსანდრე ზაგაშვილი შეცვალა, რომელიც გუბერნატორად 2025 წლის მაისში დაინიშნა, დაახლოებით იმ დროს, როდესაც ზაუტაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. ორივე დანიშვნას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება რეგიონული განვითარების სამინისტროს დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბების შესახებ. ეს უკანასკნელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყო.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმებას გეგმავს და მის ნაცვლად შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში ამჟამინდელი სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
This post is also available in:
Read Next
12/08/2026 - 17:59
კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ‘ბიზნესმა’ მიაწოდა
12/08/2026 - 17:00
კობახიძე აცხადებს, რომ „დიფ სთეითი“ რუსული ტურიზმისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს და „ხალხებს შორის მტრობის“ საფრთხის შესახებ აფრთხილებს
04/08/2026 - 14:46
კობახიძე ოპოზიციას და ოპონენტებს 2008 წლის ომის უგულებელყოფაში ადანაშაულებს
29/07/2026 - 21:40
მდინარაძე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ხდება, რეგიონული განვითარების სამინისტრო უქმდება
25/07/2026 - 17:32
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნა
22/07/2026 - 16:34
civil ახალი ამბები