ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს მთავრობის მეთაურის პოსტზე ირაკლი კობახიძის, გარკვეული ვადით და მიზეზით, დატოვებასთან დაკავშირებით:
“კობახიძეს ორი თვით გადაუვადა ივანიშვილმა გაგდება. ოღონდ ნოემბრის ბოლომდე დავალება აქვს შესასრულებელი: დასავლეთთან უნდა დაალაგოს ისე, რომ თან რუსეთი არ გააბრაზოს.
ზოგადად, შეუსრულებელი მისიაა ეს, განსაკუთრებით კობახიძისთვის. თუმცა, შემდეგი ორი თვე ვნახავთ ბევრ ფართხალს და ბოლს. გაქანდება, ვიღაცეებს ხელს ჩამოართმევს და შეეცდება ფორმა შინაარსად გაყიდოს. ოღონდ ბოლოს მაინც გაისვრის ბ-ნი ბიძინა.
წვრილფეხა ქოცებო, მე როგორც ყოველთვის, ახლაც თქვენზე ვზრუნავ და გირჩევთ ძალიანაც არ გადაიტყაოთ ხელები ტაშის კვრით🤡“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.
paraleli პოლიტიკა