“კობახიძის განცხადებები აჩვენებს, რომ მოძალადე რეჟიმი პანიკაშია – ისინი თავის გადარჩენას ცდილობენ” – გიორგი ვაშაძე

11 hours ago 2

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, “იმედი LIVE”-ს ეთერში “დიფ სთეითთან” დაკავშირებით მთავრობის მეთაურ, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განმარტებებს ეხმაურება და ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:

მათი შეცვლილი რიტორიკა ტრამპზე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქოცები ცდილობენ, ახალ რეალობას მოერგონ და ცრუ პროპაგანდის გაძლიერებით შეინარჩუნონ გავლენა მაგრამ მათი იზოლაცია და წნეხი მხოლოდ იზრდება. მოძალადე რეჟიმთან დასავლეთში ურთიერთობას აღარავინ იჭერს – მათთან ურთიერთობას თავს არიდებენ ელჩები, საერთაშორისო პარტნიორები და ფინანსური ინსტიტუტები.

სანქციები უკვე მოქმედებს. სავიზო შეზღუდვები რეალურია, „მეგობარი აქტიც“ აუცილებლად დამტკიცდება, რაც “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის მძიმე ფინანსურ დარტყმას ნიშნავს. მათი შიში განსაკუთრებით ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით გაიზარდა – ლონდონის ფინანსური სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია და ეს კარგად იციან.

ტრამპის პრეზიდენტობა ნიშნავს ძლიერ ამერიკას და ძლიერ ევროპას და არა ძლიერ რუსეთს და ძლიერ ჩინეთს. ტყუილად ელოდებიან ქოცები, არანაირი „ახალი გადანაწილება“ პუტინის სასარგებლოდ არ მოხდება. ამერიკა და ევროპა მხოლოდ გაძლიერდებიან, საქართველო კი გამარჯვებული გამოვა.

ქვეყნის შიგნით იზოლაცია იზრდება. რუსთაველი იკეტება, რეპრესიები ქოცს ვეღარ შველის, ხალხი არ იღლება, პროტესტი არ ნელდება. რეჟიმის დრო იწურება, დასავლეთმა მათზე საბოლოო უარი თქვა, ქვეყნის შიგნით კი ვეღარაფერს აკონტროლებენ – ვეღარც ძალადობით, ვეღარც პროპაგანდით.

ვერც ძალადობა, ვერც პროპაგანდა ვერ შეაჩერებს ხალხის გამარჯვებას – საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ევროპული!

დრო ქოცების წინააღმდეგ მუშაობს!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა