WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

11

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

,,აი ყველას უთავმოყვარეო დედა ვატირე, ვინც ამ კაცს ნაკრების დონის მწვრთნელს უწოდებს, ფედერაციიდან დაწყებული იმ იდიოტებით დამთავრებული “ზაურიჩს” უნდა ვაცადოთო რომ იწერებოდით! ამ უკანასკნელებს ისე მაგრად ესმით ფეხბურთი რომ, ჯერ ეს ერთი ეს სვანაძე ზაურ სვანაძის შვილი ჰგონიათ და მერე თვლიან რომ ვიღაცის “იჩობა” ნაკრების მწვრთნელობისთვის საკმარისის პირობაა!

კობიაშვილო, ერთი ადგილით ხარ დასაკიდი, რუსთაველზე, რაც ამ თაობას უყავით შენ და შენმა ფედერაციამ ამ ევროპის შესარჩევ ციკლში ნაკრების მწვრთნელებთან დაკავშირებული ვაკხანალიით! უთავმოყვარეო ხალხი ხართ!

არავინ თქვას მოთამაშეებმა არ იბრძოლესო მოედანზე! ერთადერთი ჩასვრილი ვინც ჰყავს ამ ერთა თასზე ნაკრებს, ესენი არიან მწვრთნელები, რომლებიც მგონი არც ფიქრობენ გამარჯვებაზე და ინგლისის მეოთხე, მესამე და მეორე ლიგის შვიდი ფეხბურთელით დაკომპლექტებულ ჩრდილოეთ ირლანდიასთან ორივეჯერ 5 მცველით დავიწყეთ თამაში! თუ ვინმემ დაინახეთ ან გამოიცანით, როგორ აპირებდა სვანაძე პირველ ტაიმში შეტევების ორგანიზებას, გოლის გატანას, გაფიცებთ, არ დამიმალოთ, მართლა გამიხარდება!

ოთხი თამაში, 0 გოლი! ესაა ფედერაციის და მწვრთნელების “მოღვაწეობის” საოცარი ანტირეკორდი იმ გუნდისთვის, რომლის 11 ფეხბურთელი ტოპ 5 ჩემპიონატშია და რომელიც შემადგენლობის საბაზრო ღირებულებით ჯგუფის ყველა ნაკრებს მნიშვნელოვნად აღემატება! ბრავო! ასეთი დღეში არ ვყოფივართ მაშინაც კი, როცა ჩვენი საუკეთესო ნახევარმცველები რუსეთის პირველ და ბელორუსის უმაღლეს ლიგაში თამაშობდნენ! არა, მწვრთნელი, ტაქტიკა, თამაშის დაყენება, დროულად გაკეთებული ცვლილებები რა შუაშია, კაცო! ფუი, რა უთავმოყვროები ხართ ყველა, ვინც ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავთ, იმ ჟურნალისტებიდან დაწყებული, “სვანაძე ახალი დანიშნულია და რა ქნას”, ასე რომ ამართლებენ რაც ხდება ნაკრების გარშემო! დაელოდეთ ფედერაციიდან ბენეფიტებს! ჰოდა, წადით ახლა ასეთმა ჟურნალისტებმა უსმინეთ პრესკონფერენციაზე საკუთარ თავზე მესამე პირში მოლაპარაკე მწვრთნელს! იმედია, ის მაინც იცით, ეს რისი ნიშანია!“