ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ახალი მოწვევის კონგრესმა კი მუშაობა უკვე დაიწყო და საქართველოზე ორი მნიშვნელოვანი კანონპროექტის ინიცირებაც მოასწრო. ერთი განახლებული „მეგობარი აქტია“, მეორე კი - „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“. ორივეს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ანუ მისი ინიციატორები არიან კონგრესმენები როგორც რესპუბლიკური, ისე - დემოკრატიული პარტიიდან. „ქართული ოცნება კოშმარად იქცა“ - ეს დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის სიტყვებია, რომელიც ახლა უკვე კონგრესში წარდგენილი საკანონმდებლო აქტის სახელი გახდა. „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ კრძალავს „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებასა და მასთან ურთიერთობის ნორმალიზებას, ასევე რაიმე ტიპის თანამშრომლობას ან კომუნიკაციას, რომელიც იმას მიანიშნებს, თითქოს მას ლეგიტიმურად აღიარებენ. ჩვენ კონგრესში ტენესის შტატის წარმომადგენელ, დემოკრატ კონგრესმენ სტივ კოენს ვესაუბრეთ. ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე ამბობს, რომ
- კონგრესმენო, მადლობა დროის დათმობისთვის. კონგრესში ორი აქტია ინიცირებული საქართველოს შესახებ. რას ნიშნავს ეს აქტები ქვეყნისთვის და მისი მმართველი გუნდისთვის?
2012 წელს არჩევნებს ვაკვირდებოდი. მოქალაქეები “ქართული ოცნების” მიმართ ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილნი, ფიქრობდნენ, რომ ივანიშვილი იყო ქართული ოცნება და ის მოუტანდა ქვეყანას რეფორმებს. მაგრამ ივანიშვილმა ყველა ეს ოცნება დაამსხვრია და ისინი კოშმარად აქცია.
- “ჰელსინკის კომისიის” წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით. და ამისთვის [საჭირო] გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. [Საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია.
მას ქართველი ხალხი დასავლეთისგან შორს მიჰყავს, იქიდან, სადაც ვფიქრობ მას სურს, რომ იყოს. მიჰყავს რუსეთთან უფრო ახლოს, სადაც თავად მისი გული და მისი ფულია. ესაა მისი მიმართულება. ეს სამწუხარო სიტუაციაა.
გვაქვს “მეგობარი აქტი”, პირველი აქტი, რომელიც ავალდებულებს სანქციების გადახედვას ყველა ქართველი ოფიციალური პირის მიმართ - “ოცნების გუნდის” მიმართ, რასაც მე “კოშმარულ გუნდს” ვუწოდებ - ოცნებას, რომელიც კოშმარად იქცა. ყველა, ვინც კორუფციაში ან საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაშია მხილებული, დასანქცირდება. ის ასევე ცდილობს დასახოს ის გზები, რომლითაც ქვეყანას შეუძლია ჩვენთან [ურთიერთობას] დაუბრუნდეს, იქნება ეს სავაჭრო პოლიტიკა თუ სხვა.
მაგრამ ახლა, ძალიან რთულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ეფუძნება. და აი აქამდე მოვედით.
გვაქვს კიდევ ერთი აქტი - რომელიც ქართული რეჟიმის არაღიარებას გულისხმობს. იმ ფაქტის გამო, რომ არჩევნები არ იყო სათანადო და სამართლიანი. ეს მეორე აქტი ამერიკას უკრძალავს ივანიშვილის რეჟიმის აღიარებას, ის აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ეს საშინელი ვითარებაა.
მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი, არჩევნებს ვაკვირდებოდი. მოქალაქეები “ქართული ოცნების” მიმართ ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილნი, რადგან ფიქრობდნენ, რომ ივანიშვილი იყო ქართული ოცნება და ის მოუტანდა ქვეყანას რეფორმებს. მაშინდელ პრეზიდენტს ბრალდებოდა და ვფიქრობ, მართლაც ჰქონდა ციხეებში არაადამიანური პირობები, და ის ქვეყანას არ მართავდა ისე, როგორც უნდა ემართა, მაგრამ ივანიშვილმა ყველა ეს ოცნება დაამსხვრია და ისინი კოშმარად აქცია.
- “მეგობარი აქტი” ახალი მოწვევის კონგრესს განახლებული სახით უკვე წარედგინა, თუმცა რატომ ჩათვალეთ აუცილებლად “არაღიარების აქტის” ცალკე წარდგენაც? რა დამატებით შრეს სძენს ეს უკვე გაკეთებულ განცხადებებს და მიღებულ ზომებს, რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის?
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნება ურთიერთობა არალეგიტიმურ მთავრობასთან მანამ, სანამ არ დამტკიცდება, რომ საქართველოში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი, ახალი არჩევნები.
- ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნება ურთიერთობა არალეგიტიმურ მთავრობასთან მანამ, სანამ არ დამტკიცდება, რომ საქართველოში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი, ახალი არჩევნები. ეს უბრალოდ საბაზისო სტანდარტია, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ - რომ იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომ წავახალისოთ დემოკრატია მთელ მსოფლიოში. და ახლა საქართველო არაა ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც ამას აკეთებს.
- ბიძინა ივანიშვილის როლს თქვენ ხშირად უსვამთ ხაზს და მისი სანქცირებისასაც თქვით, რომ ეს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი იყო. თუმცა არ გვინახავს საქართველოს ხელისუფლების - მოქმედი ოფიციალური პირების, მთავრობის მეთაურისა თუ პარლამენტის ლიდერების მიმართ ფინანსური სანქციები. რას ნიშნავს ან რა გზავნილია უშუალოდ ივანიშვილის სანქცირება?
- ვფიქრობ, იქნება დამატებითი სანქციები, და სანქციების საკითხი განიხილება იმ სხვა ოფიციალური პირების მიმართაც, ვინც ჩართულია დემოკრატიის საზიანო მოქმედებებში. ჩვენ ადმინისტრაციის [მუშაობის] მიწურულში ვართ და ვფიქრობ მათ სურდათ ივანიშვილის მიზანში ამოღება, რადგან ისაა ამ ყველაფრის თავი, მნიშვნელოვანი იყო მისით დაწყება. ისაა ყველაზე გავლენიანი პირი მთელ მთავრობაში მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პოზიცია არ უკავია, ისაა ტახტის უკან მდგომი ძალა, ის აკონტროლებს ყველაფერს. სხვა ადამიანების დრო შეიძლება მოგვიანებით დადგეს... სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბევრი რამის გაკეთებას ცდილობს მანამ, სანამ ჯერ კიდევ ამ პოზიციაზეა.
- „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ „მეგობარი აქტი“, „არაღიარების აქტი“ თუ ყველა სხვა ის შემზღუდავი ნაბიჯი, რაც ამერიკის ხელისუფლებამ გადადგა, სწორედაც პირიქით, „არამეგობრული“, „ანტიქართული“ და „მტრულიც“ კია. პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადების თანახმად, დასავლელ ლიდერებს, მათ შორის ამერიკელ კანონმდებლებსაც, რომლებიც მათ აკრიტიკებენ „გლობალური ომის პარტია“ და კულისებიდან ე.წ. „ჩრდილოვანი სახელმწიფო“ მართავს. რას უპასუხებთ ამგვარ ბრალდებებს?
- ეს მოსალოდნელი პასუხებია ისეთი ავტორიტარული მთავრობების მხრიდან, რომლებიც სამართლიანი არჩევნების გარეშე, საკუთარ ნებას ხალხს თავს ახვევენ. მათ მსგავსი პასუხები აქვთ მთელ მსოფლიოში.
....სამწუხაროდ, გულწრფელად რომ ვთქვათ, დონალდ ტრამპმა, ბევრი მსგავსი რამ თქვა მაშინ, როდესაც 2020 წელს არჩევნებში დამარცხდა, მას გარკვეული საერთოც აქვს ივანიშვილთან. ისინი მილიარდერები არიან, უდიდესი ეგოთი და სურთ მეგობრობა ვლადიმირ პუტინთან და სხვა ოლიგარქებთან, ამ მეგობრობით სარგებლობაც იმისთვის, რომ თავად გამდიდრდნენ. სამწუხაროდ, ეს საქართველოსთვის უნიკალური მოვლენა არაა....
ეს მოსალოდნელი პასუხებია ისეთი ავტორიტარული მთავრობების მხრიდან, რომლებიც სამართლიანი არჩევნების გარეშე, საკუთარ ნებას ხალხს თავს ახვევენ. მათ მსგავსი პასუხები აქვთ მთელ მსოფლიოში.
- „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ხშირად ამბობენ, რომ 20 იანვრის შემდეგ ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვა დაიწყება. თქვენ თქვენს რესპუბლიკელ კოლეგასთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ და უკვე არაერთი ორპარტიული განცხადება გაკეთდა თუ საკანონმდებლო ინიციატივა დაფიქსირდა. ბევრი რესპუბლიკელი კანონმდებელი გიერთდებათ „ოცნების“ ქმედებების დაგმობაში. როგორ ფიქრობთ, რა როლი ექნება რესპუბლიკელთა ლიდერობით მოქმედ კონგრესს საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკის განხორციელებაში?
- ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, საგარეო პოლიტიკას ხელისუფლების აღმასრულებელი შტო ახორციელებს, ეს სახელმწიფო დეპარტამენტი და მისი მდივანია. მარკო რუბიო სენატის წევრი იყო და მას ბევრი კანონმდებელი დიდ პატივს სცემს. თუმცა ის დონალდ ტრამპთან იმუშავებს და ვნახოთ რას გააკეთებს. ვნახავთ, გააგრძელებენ თუ არა ის რესპუბლიკელები, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას უჭერენ მხარს, ისევე ხმამაღლა ამაზე საუბარს, თუკი დონალდ ტრამპი ამის საწინააღმდეგო პოზიციას დაიკავებს, ვნახოთ ეს ყველაფერი როგორ წარიმართება.
- თუმცა, ამ ეტაპზე აქვს არაღიარებასა და „ქართული ოცნების“ ქმედებების დაგმობას ორპარტიული მხარდაჭერა?
- ახლა ნამდვილად ასეა. [არაღიარების აქტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს] ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე [რესპუბლიკელი] უილსონისა და სხვა რესპუბლიკელების მხრიდან, რომლებიც მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების მტკიცე მხარდამჭერები არიან.
- ჩვენ კონგრესიდან უფრო და უფრო ხშირად გვესმის შეფასებები იმის თაობაზე, რომ კონკრეტული კონგრესმენები თუ სენატორები საქართველოს მმართველ გუნდს ხედავენ როგორც არა მხოლოდ ავტორიტარულს ან პრორუსულს, არამედ, როგორც ამერიკის სხვა მოწინააღმდეგეების - ჩინეთისა და ირანის მიმართ მეგობრულად განწყობილ მთავრობას. ეს რა დამატებითი ასპექტი შეიძლება იყოს იმის განსასაზღვრად, თუ როგორ დაინახავს ახალი კონგრესი თბილისთან ურთიერთობას?
- მათ, ვინც ახლა საქართველოს [ქმედებებს] ეწინააღმდეგება, ესმით, სად დგას „ქართული კოშმარი“ და სად დგას ივანიშვილი. ისინი დგანან იქ, რასაც ჩვენ ახალ „ბოროტების ღერძს“ ვუწოდებთ, ესენია ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, რუსეთი და ირანი. ადმინისტრაციას დიდი გავლენა აქვს კანონმდებლებზე, მაგრამ ვნახოთ რას იზამენ ისინი.
ეს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ის საკითხი იქნება, როცა უნდა გავიგოთ, დადგებიან თუ არა ისინი ძველი რესპუბლიკური ღირებულებების მხარეს - მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების წასახალისებლად?
არაღიარების აქტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე უილსონისა და სხვა რესპუბლიკელების მხრიდან, რომლებიც მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების მტკიცე მხარდამჭერები არიან.
პრეზიდენტმა კენედიმ ინაუგურაციისას თქვა, რომ ის მზად იყო ნებისმიერი საფასური გადაეხადა და ნებისმიერი ტვირთი გაეღო იმისთვის, რომ მსოფლიოში თავისუფლება დაეცვა. ეს დემოკრატი პრეზიდენტი იყო, ძველ დროს კი იყვნენ ეიზენჰაუერი და სხვები, რომლებსაც სურდათ დემოკრატიის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი დონალდ ტრამპის ამ ახალი ვადისას.
- თქვენ დღესაც ახსენეთ, რომ 2012 წელს, როცა საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიანი ბოლო გადაბარება მოხდა, თბილისში იყავით. სად მივიდა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ამ 12 წლის შემდეგ და რას ელოდებით უახლოეს მომავალში?
- ძალიან დიდი იმედი - ეს ვნახე 2012 წელს საქართველოში. ხალხი არჩევნების ღამეს თბილისის ქუჩებში იყო გამოსული და მის შედეგებს ზეიმობდა. შემდეგ კი ეს ზეიმი სრულებით შეიცვალა. მე ივანიშვილი მაშინ ერთ-ერთ სასტუმროში ვნახე. და ჩემთვის ის არ გამოიყურებოდა, როგორც “ხალხის ადამიანი”, ხალხის წარმომადეგენელი. ისაა კაცი, რომლის სახლიც მთის წვერზე დგას, ის მაშინვე სულ სხვა მდგომარეობაში იყო, ის საკუთარ თავს ხალხზე ზემოთ მდგომად მიიჩნევდა და მას შემდეგ სულ ასე მიიჩნევს. ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა.
- თუკი საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ამგვარად, არჩევნების ამ ოფიციალური შედეგებით და ამ მთავრობით განაგრძობს ფუნქციონირებას, რას ნიშნავს ეს დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მსურველი ქვეყნისთვის და რას უქადის ეს ქართველ ხალხს?
- ვფიქრობ, ეს ქართველებს ნაკლებ თავისუფლებას ჰპირდება. და მეტ ურთიერთობას რუსეთთან. [ისინი] არ იქნებიან ნატოს წევრები, არ იქნებიან ევროკავშირის წევრები, როგორც ეს სურდათ. ეს არ მოხდება და [ამის ნაცვლად] მათ დააახლოვებენ “ბოროტების ღერძს”, კონკრეტულად კი რუსეთს. მათი უფლებები გადაითელება. ივანიშვილი კი უფრო მეტ ძალაუფლებასა და სიმდიდრეს მოიხვეჭს, ასევე, მისი მეგობრებიც. ქართველი ხალხი კი დამარცხებული დარჩება.