“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ წელს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, საახალწლო ქარავნის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.
“კოკა-კოლა მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდია, დასავლური ღირებულეგებისა და იდეალების ერთგული. დღიდან დაარსებისა, ისწრაფვის, გააუმჯობესოს საზოგადოების ცხოვრება, ახალგაზრდებს მისცეს მოტივაცია და რწმენა, რომ სწორედ ისინი ქმნიან ქვეყნის მომავალს.
დღეს ამ მომავლის ერთადერთ გზად, ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში ყოფნას მივიჩნევთ. კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუღალავად და უშიშრად დგას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე.
მსოფლიოს სჭირდება მეტი სანტა ამ გზავნილით, კოკა-კოლა ადამიანებს არწმუნებს, რომ ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაულის მთავარი სიმბოლო და გმირები თავად არიან.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველასთვის საყვარელი და ახალი წლის განუყოფელი ნაწილი, საახალწლო ქარავანი, წელს გავაუქმოთ. ვთვლით, რომ ზუსტად ახლა არის დრო, ვეძებოთ “სანტა” საკუთარ თავში. გავაძლიეროთ და მარტო არ დავტოვოთ ერთმანეთი,” – წერია განცხადებაში.