კოლექტივის, მშობლების და ბავშვების წინააღმდეგობის შედეგად, მანანა მასწავლებელი აგრძელებს მუშაობას – კახათის პირველი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი

1 week ago 5

სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი ანა ქოჩუა, სამეურვეო საბჭოს სახელით, სოციალურ ქსელში წერს, რომ მანანა მებონია დირექტორის პოზიციაზე მუშაობას გააგრძელებს.

“ძვირფასო საზოგადოება, ჩემო ძვირფასო კახათელებო, მოგმართავთ, როგორც კახათის პირველი  საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი და მსურს სამეურვეო საბჭოს სახელით გაცნობოთ, რომ ქალბატონი მანანა მებონიას მიერ გაზიარებული ინფორმაცია მისი დირექტორობიდან წასვლის შესახებ მიღებულ იქნა მაღალი ემოციური ფონის ქვეშ. პედაგოგიური კოლექტივის, მშობლების და ბავშვების წინააღმდეგობის შედეგად მანანა მასწავლებელი აგრძელებს მუშაობას და მას არც მივცემთ იმის შესაძლებლობა რომ დატოვოს პოსტი! მანანა მასწავლებელი კანონის ფარგლებში აგრძელებს მუშაობას”, – წერს ის.მანამდე,  კი კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა მებონიამ ფეისბუქის საკუტარ  გვერდზე დაწერა, რომ სამსახურს ტოვებდა.

სრულად წაკითხვა