კოლსი პაპუაშვილს: ყველაზე დიდი პატივი, რომელსაც სავარაუდოდ ელოდებით, არის სტიპენდია ურალის სამთო უნივერსიტეტში

20 hours ago 2

“ყველაზე დიდი პატივი, რომელსაც სავარაუდოდ ელოდებით, არის სტიპენდია ურალის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტში”, – ასე მიმართავს ევროპარლამენტარი, რიჰარდ კოლსი, შალვა პაპუაშვილს, რომელმაც მაკკეინის ინსტიტუტი სალომე ზურაბიშვილისთვის სტიპენდიის მინიჭების გამო გააკრიტიკა.

ევროპარლამენტარის თქმით, მაკკეინის ინსტიტუტში სტიპენდია დამსახურებული აღიარებაა საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვის.

“მაკკეინის ინსტიტუტში სტიპენდია დამსახურებული აღიარებაა საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვის.

იმავდროულად, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სწრაფად მიდიხარ ორკისტანის ორბიტაში, შალვა პაპუაშვილო, ყველაზე დიდი პატივი, რომელსაც სავარაუდოდ ელოდებით, არის სტიპენდია ურალის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტში”, – წერს კოლსი იქსზე.

სრულად წაკითხვა