WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

9

კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა.

ჩრდილო-დასავლეთ კოლუმბიის ჩოკოს დეპარტამენტში კიდევ ოთხი ადამიანის დაღუპვა დადასტურდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, ნუბია კაროლინა კორდობა-კურიმ განაცხადა.

გარდა ამისა, ქალაქ მანიზალესში სამი ადამიანი დაიღუპა.

დაღუპულთა შორის 27 ადამიანი ვალე-დელ-კაუკას დეპარტამენტში იმყოფებოდა, სადაც მდებარეობს კოლუმბიის სიდიდით მესამე ქალაქი კალი.

პერეირას მერმა, მაურისიო სალასარმა კი განაცხადა, რომ ქალაქში სტიქიას სულ მცირე 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის დედაქალაქ ბოგოტასა და ვენესუელის რამდენიმე რეგიონშიც იგრძნობოდა.