კომიკოს ონისე ოქრიაშვილს საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

1 week ago 35
Photo: Onise Okriashvili/Facebook

კომიკოს ონისე ოქრიაშვილს, რომელიც ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა, საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო მედია რამდენიმე დღის განმავლობაში ნეგატიურად აშუქებდა იმ ხუმრობით გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან ცნობილი ქართველი მწერალი ნოდარ დუმბაძე ახსენა.

მედიის ინფორმაციით, ოქრიაშვილს სამი უცნობი მამაკაცი 22 ივლისს, საღამოს, თბილისის ვაკის რაიონში დაესხა თავს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რომელიც „ძალადობას“ გულისხმობს და ჯარიმას ან 120-დან 180 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდამსხმელი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა, სადაც ის დაკითხეს. დილას კი შსს-მ განაცხადა, რომ თავდამსხმელი დაკავებულია.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა