WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა კომპანია „რეპსოლმა“, რომელმაც ქართულ კომპანია „სოლიდუსს“ ბენზინი მიყიდა, რომელიც ამ უკანასკნელმა ოკუპირებულ აფხაზეთში შეიტანა, განაცხადა, რომ მასთან არ თანხმდება, თუ სად მოახდენს კომპანია „სოლიდუსი“ ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას და რომ ეს სცდება კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლებს.

„რეპსოლმა“, რომელიც საწვავის რეალიზაციას კომპანიის მფლობელობაში არსებული ბენზინგასამართი სადგურების ქსელის, „CONNECT“-ის მეშვეობით ახორციელებს, განაცხადა, რომ „მიმდინარე წელს, კომპანიისგან ბენზინის ტიპის საწვავი შეიძინა შპს „სოლიდუსმა“, რომელმაც გადაიხადა პროდუქციის ღირებულება და ეტაპობრივად ახორციელებს მის გატანას“.

შპს „რეპსოლი“ 2014 წელს დაფუძნდა და მისი მფლობელი ქართველი ბიზნესმენი უჩა ლურსმანაშვილია.

„საბითუმო/კორპორატიული გაყიდვების ფარგლებში, კომპანია ახორციელებს 3000-ზე მეტი ქართული კომპანიისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდებას, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით“, – აღნიშნა „რეპსოლმა“ 15 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

This post is also available in: English