
კომუნიკაციების კომისიამ POSTV „მიუკერძოებლობის“ პრინციპების დარღვევისთვის 2 500 ლარით დააჯარიმა, რაც სახელისუფლებო არხის დაჯარიმების პირველი ასეთი შემთხვევაა.
კომისიამ 6 აგვისტოს განაცხადა, რომ დაჯირემას წინ უძღოდა 22-23 ივნისის მონიტორინგი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, რომ აღნიშნულ არხზე გასულ საინფორმაციო გამოშვებებში იკვეთებოდა მაუწყებლის მხრიდან „პირადი მოსაზრებების“ გავრცელების და „ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის“ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები.
„მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით აკრძალულია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და ცალკეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიამ.
„გამომდინარე იქიდან, რომ „პოსტვ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილება უკვე გამოყენებული იყო, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი 2500 ლარით დააჯარიმა“, – დასძინა კომისიამ.
POSTV, ტელეკომპანია „იმედთან“ ერთად, გაერთიანებულმა სამეფომ თებერვალში „რუსული დეზინფორმაციის“ გავრცელების გამო დაასანქცირა.
This post is also available in:
Read Next
25/06/2026 - 18:03
„სინდისის პატიმრების“ მსგავსი ტერმინების გამოყენების გამო, ComCom-მა ტელეკომპანია პირველი დააჯარიმა
21/05/2026 - 18:43
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ 2 500 ლარით დააჯარიმა
08/04/2026 - 18:47
ComCom-მა ოთხი ტელეარხი „მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის“ წერილობით გააფრთხილა
06/03/2026 - 19:40
კომკომი ბრიტანულ სანქციებს აკრიტიკებს და მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირების გამკაცრების შესახებ აფრთხილებს
17/02/2026 - 13:35
კომკომმა აშშ-დან შემოწირულობის გამო ტელეკომპანია „კავკასიას“ წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
29/01/2026 - 13:42

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·