“კომფორმისტი “კოლეგების” გამოხმაურებები აფლატოქსინებზე, მიმყარებს შემდეგ ეჭვს…” – ჯაბა ზარქუა

6 days ago 16

ექიმი, ჯაბა ზარქუა:

ისეთი კონფორმისტი “კოლეგების” გამოხმაურებები შემხვდა აფლატოქსინებზე, ცხოვრებაში საჯაროდ რამე ისეთი რო არ გაურისკავთ, რაც “დედას სიცოცხლე ადამიანო, იმრავლე” რეაქციის გარდა რამეს გამოიწვევდა ხალხში.

ეს მიმყარებს შემდეგ ეჭვს: ამ ატეხილ ამბავში რეჟიმი ცდილობს სხვადასხვა ბიზნესების გადალაგებას, ვიღაცეების გაწირვას, ვიღაცეების დაწინაურებას, ბანალური ოლიგარქიული თამაშები, მარტივად რო ვთქვათ. ნარკოტიკებზე აკეთებენ ასე რეჟიმები. ყოველი ატეხილი ნარკო-რეპრესიების მერე ნარკოტიკი მაინც იყიდება, უბრალოდ მათი ფავორიტი დილერები ყიდიან, კონკურენტებს აშორებენ საპოლიციო ძალებით.

ამიტომ ვერ იქნება სანდო კორუფციული სისტემის მიერ გამოტანილი მსჯავრი. ისინი ჩვენს ჯანმრთელობაზე ფიზიკურად ვერ იზრუნებენ.

გაიხსნას საწყობები, არჩეულ იქნას სინჯები რენდომულად და გაიგზავნოს დასავლურ რეფერენს ლაბორატორიებში. დიაგნოსტიკის კუთხით, ეს იქნება საუკეთესო მოკლევადიანი გამოსავალი. სხვა ყველაფერი სამეფო კარის თამაშებია, რაც გააგრძელებს ჩვენი ჯანმრთელობის დაზიანებას.

სრულად წაკითხვა