რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ახლობლების სანქცირებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულის შესახებ წერია წერილში, რომელიც Fox News-მა მოიპოვა და რომელიც კონგრესმენმა 30 დეკემბერს სახელმწიფო მდივნის კანდიდატს სენატორი მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის წარმომადგენელს მაიკლ უოლტსს გაუგზავნა.
„ვაფასებ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა საკითხზე გვქონდა. ასეთია ჩვენი მუშაობა კავკასიასა და საქართველოში. აშშ-ს ინტერესებისთვის და ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად, ეს ჩართულობა ფასდაუდებელი იყო.
ჩვენი მუშაობა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ეს დარტყმას აყენებს საქართველოს დე-ფაქტო მთავრობის მცდარ ნარატივს, რომ პროჩინურ, ირანულ და რუსულ ინტერესებთან საქართველოს მთავრობის თანხვედრა მისაღები იქნებოდა ტრამპის ან აშშ-ს ნებისმიერი ადმინისტრაციისთვის.
მოგიწოდებთ სანქციები ივანიშვილის ოჯახის უახლოეს წევრებსა და ახლობლებზეც გავრცელდეს“, – წერს ჯო უილსონი.