როგორც მოგეხსენებათ, დიდია იმის ალბათობა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლი" იანვარში დატოვოს.
შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ისაუბრა:
"ვცადე, რომ კვარაცხელია დარჩენაში დამერწმუნებინა, მაგრამ მას წასვლა და ახალი გამოწვევების მიღება გადაწყვეტილი აქვს.
ახლა კლუბი და მისი აგენტი ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობენ. მე არ შემიძლია კვარა აქ დავტოვო თუ მას წასვლა უნდა", - თქვა კონტემ.