როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროის განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ არაერთი ჭორი ვრცელდება.
“ნაპოლის” თავკაცმა, ანტონიო კონტემ დაადასტურა, რომ კვარას გუნდის დატოვება სურს:
“ვცდილობდი კვარაცხელია დამერწმუნებინა, რომ დარჩენილიყო, მაგრამ მან გადაწყვიტა წავიდეს. კლუბი და მისი აგენტი ახლა ახალ გუნდს იპოვნიან. კვარას ვერ შევინარჩუნებ, რადგან მას დარჩენა არ სურს”. - განაცხადა ანტონიო კონტემ.
ცნობისთვის, კვარამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.