როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლი” სერია ა-ს მე-19 ტურის შეხვედრაში “ფიორენტინას” ესტუმრება.
“პარტენოპეის” თავკაცმა ანტონიო კონტემ “ფიორენტინასთან” გასამართი შეხვედრის წინ ქართველი გულშემატკივრებისთვის სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.
ხვიჩა კვარაცხელია და მატეო პოლიტანო “ფიორენტინასთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებენ.
ცნობისთვის, კვარამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.