ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ერთ-ერთ გადაცემაში "ნაპოლიზე" ისაუბრა.
მან ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ შესაძლოა ეს ანტონიო კონტესთვის კარგიც იყოს:
"დარწმუნებული ვარ, კონტე ბედნიერია, რომ კვარაცხელია ამ შეხვედრაში არ იყო. ჩემთვის ქართველი ფეხბურთელი და ლობოტკა ნაპოლის ყველაზე ძლიერი მოთამაშეები არიან, მაგრამ კონტეს იდეებიდან გამომდინარე, რასაც გარედან ვხედავ, ყველა აკეთებს იმას, რასაც მწვრთნელი ავალებს — ხანდახან კვარას ცოტა მეტი თავისუფლება უნდა მისცე და ეს შეიძლება მწვრთნელისთვის პრობლემა იყოს.
ლუკაკუმაც უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რადგან ვიცით რა შეუძლია ბელგიელს. ხვიჩა უნდა დაუბრუნდეს იმ სათამაშო კონდიციებს, როგორიც სპალეტის დროს იყო", - თქვა კასანომ.