კონტრაქტი ესპანურ კლუბთან გააფორმა - სად ითამაშებს რატი ანდრონიკაშვილი?

2 weeks ago 12

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. 23 წლის გამთამაშებელს, რომელიც სანაკრებო ფანჯრამდე რიგის ვეფ-ში 3-კვირიანი კონტრაქტით იყო, “მონბუს ობრადოიროში” იასპარეზებს. ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე კლუბმა ქართველ გამთამაშებელს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა.

ესპანეთის მეორე ლიგას Primera FEB-ი ეწოდება და იქ ობრადოირო გასული სეზონის შემდეგ დაქვეითდა. გუნდმა მე-17 ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგა დატოვა. მიმდინარე სეზონში ობრადოირო მონბუსი მე-6 ადგილზეა. გუნდს 6 მოგება და 3 მარცხი აქვს, შენდეგ შეხვედრას კი 5 დეკემბერს, სტუმრად პალენსიასთან ჩაატარებს.

- ვკითხულობთ კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად წაკითხვა