კონტრაქტს ვადა ზაფხულში ეწურება - არნოლდმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა

1 week ago 2

როგორც უკვე არაერთხელ მოგახსენეთ, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის კონტრაქტს ვადა მომდევნო ზაფხულში ეწურება, თუმცა მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.

თავად ფეხბურთელის განცხადებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თუ კლუბში დარჩენას გადაწყვეტს, ამას მედია კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ გაიგებს.

"უკვე 20 წელია რაც კლუბში ვარ და ხელი მოვაწერე 4-5 გახანგრძლივების კონტრაქტს, რომელთაგან არცერთი არ გაჟღერებულა საჯაროდ - არც ეს იქნება გამონაკლისი თუ გახანგრძლივება გადაწყდა", - განაცხადა არნოლდმა.

შეგახსენებთ, 26 წლის მცველის მიმართ უდიდეს ინტერესს მადრიდის რეალი იჩენს.

სრულად წაკითხვა