კოპენჰაგენი, ბეტისი, გენტი... - ნიონში კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა

23 hours ago 2

კონფერენს ლიგის ძირითადი რაუნდის პირველი რვა გუნდი, ჩელსი, გიმარაეში, ფიორენტინა, რაპიდი, იუროგრდენი, ლუგანო, ლეგია და სერკლ ბრიუგე პირდაპირ გავიდნენ მერვედფინალში, ხოლო გუნდებმა, რომლებმაც საერთო ცხრილში 9-24 ადგილები დაიკავეს, მერვედფინალში გადასასვლელ პლეი-ოფში წილისყრის შედეგად ასე დაწყვილდნენ.

გენტი (ბელგია) - ბეტისი (ესპანეთი)

კოპენჰაგენი (დანია) - ჰაიდენჰაიმი (გერმანია)

ვიკინგური (ისლანდია) - პანათინაიკოსი (საბერძნეთი)

ბორაცი (ბოსნია-ჰერცეგოვინა) - ოლიმპია (სლოვენია)

ცელიე (სლოვენია) - აპოელი (კვიპროსი)

ომონია (კვიპროსი) -პაფოსი (კვიპროსი)

ბაჩკა ტოპოლა (სერბეთი) - იაგელონია (პოლონეთი)

მიოლდე (ნორვეგია) - შემროკი (ირლანდია)

პირველი მატჩები 13 თებერვალს ჩატარდება, განმეორებითი – 20 თებერვალს. წყვილებში რვა გამარჯვებული მერვედფინალისტებს შეუერთდება. 21 თებერვალს გაიმართება დარჩენილი ეტაპების წილისყრა. მერვედფინალები ჩატარდება 6 და 13 მარტს.

სრულად წაკითხვა