თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ქუჩების დატბორვა და სხვა სახის პრობლემები, მათ შორის გაზსადენის მილის დაზიარება, წვიმის ბრალია
დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. ამ დროის მონაცემებით, ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები – “რუსთაველი” და “ვაჟა-ფშაველა”.
განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზირზე.
საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ამ წუთებში მიმდინარეობს ქსელის აღდგენა.
მერია ამტკიცებს, რომ საგანგებო მუშაობის რეჟიმშია გადასყლი გამგეობები , თბილსერვისი დს ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია..
მერია აქვეყნებს ცხელი ხაზის ნომერსაც – 0322 722222 და “ალიამ” სცადა ნომერზე დარეკვა, გვიპასუხეს 4 წუთსა და 25 წანში, ვიკითხეთ, ხომ ვერ გვეტყვიან, რომელი ქუჩა არაა თბილისის დატბორილი, არსებობს, თუ არა, ქალაქში ქუჩა, რომელიც არ დაიტბორა და გვიპასუხეს, რომ “ქუჩებიხ დატბორვის სტატისტიკა” არ აქვთ.
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
საერთაშიროსო alia.ge