კოტე კოკაიამ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა 4 ოქტომბერს მიღებული დაზიანების შედეგად – ადვოკატი

1 day ago 4

132

ადვოკატის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს დაკავებულმა კოტე კოკაიამ აქციაზე მიღებული დაზიანებების შედეგად ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. ადვოკატმა, გიორგი ჩხეიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს მოინახულა.

სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ კოტე კოკაიას “გულზე ორი ოპერაცია აქვს გაკეთებული და 4 სტენტი უდგას.”

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მათ ადვოკატებმა არ წარუდგინეს დაკავებულთა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ დოკუმენტები.

გიორგი ჩხეიძე წერს:

თუკი ბრალდების მხარისთვის რეალურად აქვს მნიშვნელობა დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას (რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარედგინა სასამართლოს), მარტივად შეუძლია მიმართოს სააპელაციო სასამართლოს შესაბამისი პოზიციით პატიმრობის შეცვლის თაობაზე.

სრულად წაკითხვა