შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, “კრაბ კოფის” თანამშრომლებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ყავით უმასპინძლდებიან, თავს დაესხნენ, ინფორმაციას ავრცელებს.
“სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “კრაბ კოფის” თანამშრომლებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს უსასყიდლოდ უმასპინძლდებოდნენ, თბილისში ერთ-ერთ უბანში თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
თბილისში, ერთ-ერთ უბანში, “კრაბ კოფის” თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს,” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.