WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

შაბათს, 7 ნოემბერს, უცნობმა პირმა სროლა ატეხა კრაკოვის ცენტრში, ბაზრის მოედანზე. პოლონეთის მედია იუწყება სულ მცირე ხუთი დაღუპულის შესახებ, თუმცა მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. გარდა ამისა, დაჭრილია 10-ზე მეტი ადამიანი.

თვითმხილველების განცხადებით, ცეცხლი გახსნა შავი ავტომობილით მოძრავმა მამაკაცმა. იგი შევიდა მოედანზე, გაჩერდა, გადმოვიდა მანქანიდან და ავტომატური იარაღით სროლა დაიწყო. პოლიცია იუწყება, რომ თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დაჭრეს და ბადრაგის თანხლებით წაიყვანეს საავადმყოფოში. გამორიცხული არ არის, რომ იგი მარტო არ მოქმედებდა. ცეცხლში მოყვნენ გამვლელები, ასევე ტრამვაი და მაღაზია.

მოედანი და მიმდებარე ქუჩები ალყაშია მოქცეული, ხოლო პოლიცია მოქალაქეებსა და ტურისტებს ურჩევს, თავი შეიკავონ ქალაქის ცენტრში გადაადგილებისგან.

ჟურნალისტმა გამოცემა Interia-დან, დავიდ სერაფინმა, პოლიციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თავდამსხმელი გადაადგილდებოდა Subaru-ს მარკის ავტომობილით, რომელსაც ქალაქ ოსტროვეც-სვენტოკშირსკში რეგისტრირებული ნომრები ჰქონდა.

მან ასევე „არაოფიციალურად“ აღნიშნა, რომ „თავდამსხმელი, სავარაუდოდ, სამხედრო მოსამსახურე იყო და მის ავტომობილში უამრავი იარაღი ინახებოდა“.

მოედანი და მიმდებარე ქუჩები ალყაშია მოქცეული, პოლიცია მოქალაქეებსა და ტურისტებს ურჩევს, თავი შეიკავონ ქალაქის ცენტრში გადაადგილებისგან. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციელები და მაშველები - დაშავებულები სასწრაფო დახმარების ავტომობილებითა და ვერტმფრენებით გადაჰყავთ საავადმყოფოებში.

მიმდინარეობს ახალი ამბის განახლება.