კრაკოვში რუსეთის საკონსულო დაიხურება – პოლონეთის საგარეო

4 hours ago 4

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, კრაკოვში რუსეთის საკონსულო დაიხურება. რადოსლავ სიკორსკი წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დადასტურდა, რომ ვარშავაში, სავაჭრო ცენტრის დაწვის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან:

“იმის გამო, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ჩაიდინეს დივერსიული აქტი მარივილსკას ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში, მე გადავწყვიტე, უკან წავიღო თანხმობა კრაკოვში რუსეთის ფედერაციის საკონსულოს ფუნქციონირებაზე.” წერს სიკორსკი

ცნობისთვის, სავაჭრო ცენტრში ხანძარი 2024 წლის მაისში გაჩნდა. შედეგად ათასზე მეტი ობიექტი დაიწვა.

სრულად წაკითხვა