კრემლი ამბობს, რომ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა არ გამოუთქვამს

2 months ago 44

კრემლმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება, არ წარმოადგენს მისი გამოყენების საფრთხეს. კრემლი, შეერთებულ შტატებს, ვლადიმირ პუტინის მიერ, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში გაკეთებული განცხადების, კონტექსტიდან მიზანმიმართულ ამოღებაში ადანაშაულებს.

ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი ბირთვული ომისთვის ტექნიკურად მზად არის. ამასთან, მისი თქმით, თუ აშშ უკრაინაში საკუთარ ჯარებს გაგზავნის, ეს კონფლიქტის მნიშვნელოვან ესკალაციად განიხილება.

პუტინის განცხადებების კომენტირებისას, თეთრი სახლის სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა, რუსეთი "უგუნური და უპასუხისმგებლო" ბირთვული რიტორიკის გამოყენებაში დაადანაშაულა.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ პუტინი ამ თემაზე უბრალოდ ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა გარემოებები, რომლებშიც რუსეთი თეორიულად იძულებული იქნება, ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინმა იმავე ინტერვიუში თქვა, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის უკრაინაში გამოყენების იდეა არასდროს ჰქონია.

სრულად წაკითხვა