
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) გადაწყვეტილება, რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გამკაცრებით გამოწვეული ადამიანის უფლებების დარღვევის გამო რუსეთს საქართველოსთვის 253 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
„ჩვენ არ შევასრულებთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პესკოვმა ბრიფინგზე, როგორც ამის თაობაზე რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ იტყობინება 15 ოქტომბერს. კითხვაზე, შეუძლია თუ არა პოტენციურ გადახდას ხელი შეუწყოს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას, პესკოვმა უპასუხა: „ვფიქრობთ, რომ ეს ცალკე თემაა“.
საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ 14 ოქტომბერს გამოტანილ გადაწყვეტილებაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დააკისრა რუსეთს 253,018,000 ევროს გადახდა 29,000-ზე მეტი დაზარალებულისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. საქმე ეხებოდა 2008 წლის ომის შემდეგ დაწყებულ „ბორდერიზაციის“ პროცესს, რაც უზღუდავდა ადამიანებს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების თავისუფლად გადაკვეთას.
This post is also available in: English
Read Next
14/10/2025 - 16:00
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოსთვის 253 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა
08/10/2025 - 19:27
სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომში ჰოლანდიელი ჟურნალისტის დაღუპვის საქმეზე რუსეთის ბრალი დაადგინა
05/09/2025 - 18:31
სტრასბურგის სასამართლომ რეპრესიული კანონების წინააღმდეგ ერთობლივი საჩივარი რეგისტრაციაში გაატარა
08/07/2025 - 17:54
ვენეციის კომისია სტრასბურგის სასამართლოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის საქმეში ჩართვას ითხოვს
01/03/2025 - 15:07
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აუკრძალა
13/02/2025 - 15:59