Maria Zakharova, spokesperson of Russian Federation and Irakli Pipia,კრემლისტური პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერი, მამუკა ფიფია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს მარია ზახაროვას შეხვდა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მინსკში გადატანის შესაძლებლობა განიხილა, განაცხადა „ეხო კავკაზამ“ 21 ოქტომბერს. მოსკოვმა ამ ინფორმაციას „ტყუილი“ უწოდა.
„ეხო კავკაზას“ ცნობით, საუბარი „ეროვნული ერთიანობის კლუბში“ ზახაროვას ვიზიტის დროს შედგა. ეს ადგილი ხშირად მასპინძლობს რუს პროპაგანდისტებს. გამოცემა ფიფიას სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „შვეიცარია აღარ არის ნეიტრალური ქვეყანა“ რუსეთისთვის.
„ეხო კავკაზა“ იტყობინება ფიფიას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ „მოლაპარაკებების მინსკში გადატანა ჩვენთვის კარგია. რუსები არ ენდობიან შვეიცარიას და არ თვლიან მას ნეიტრალურ მხარედ. ბელარუსის პრეზიდენტი კი ჩვენი მოკავშირეა, კარგი გაგებით. ცხადია, ის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, მაგრამ მაინც იცავს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის იდეას“. მან იქვე დასძინა, რომ იდეალური ვარიანტი იქნებოდა შეხვედრების ჩატარება თბილისში, ცხინვალში, სოხუმსა და მოსკოვში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო „ეხო კავკაზას“ ინფორმაცია და მას „ტყუილი“ და „ყალბი“ უწოდა და განაცხადა, რომ „მსგავსი არაფერი მომხდარა“. თუმცა, მოსკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი დიდი ხნის პოზიცია მოლაპარაკებების გადატანის სასარგებლოდ და შვეიცარიის „ანტირუსულ კურსზე“ მიუთითა.
This post is also available in: English
Read Next
09/10/2025 - 14:29
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს 4 ოქტომბრის არჩევნებ მიესალმება და დასავლელ „აქტორებს“ ჩარევაში ადანაშაულებს
08/08/2025 - 16:56
ომის წლისთავზე ზახაროვა თბილისს „კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯებისკენ“ მოუწოდებს
12/05/2025 - 15:52
საქართველოში პროკრემლისტური ჯგუფი, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის კამპანიას იწყებს
25/04/2025 - 11:09
ზახაროვა აცხადებს, რომ საქართველო და რუსეთი „გეგმაზომიერად მუშაობენ ნორმალიზებაზე“ და ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირის მომავალს
26/12/2024 - 15:30
კრიზისის გაღრმავების ფონზე, რუსეთი სოხუმისგან ელექტროენერგიის სანაცვლოდ დათმობებს ითხოვს
04/12/2024 - 18:15

1 week ago
17







English (US) ·
Georgian (GE) ·