WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

იკაროსს ფრთები დასცვივდა.

იძახდა იტაუმაზე უსიკი, ადრეა ჯერ, აცალეთ, საკმარისი რაუნდები არ დაუგროვებია, გაფუჭდებაო. მართლაც, მესამე რაუნდის მერე თავს აღარ ჰგავდა.

ვიღაცებმა, უსიკს ეშინია და იმიტომ არ ხვდებაო. ჰოდა აგერ, ლამის პენსიაზე გასულმა ჰრგოვიჩმა, არც ტექნიკის, არც სითამამის, უბრალოდ ყბის და გამოცდილების ხარჯზე დასვა.

თან როგორ დასვა, ჯერ პირსახოცი ისროლეს და მერე საკაცით გაიყვანეს

ახლა უსიკმა რომ მოინდომოს დაბრუნება, უადვილესად აართმევს ჰრგოვიჩს ჩემპიონის ქამარს, ნახევარ რაუნდსაც არ წააგებს მასთან.

იტაუმაც ყველა რაუნდს იგებდა, მაგრამ მისმა აროგანტულობამ, ლამაზმა, გრძელმა კომბინაციებმა, გრძელ ბრძოლაში გამოუცდელობამ მაშინვე დაახარჯინა ყველაფერი.

ჰრგოვიჩმა გაცურა შტორმში, დაელოდა ჩაცხრობას და მზის წნულში დარტყმით ისედაც დაღლილ იტაუმას ბოლო სუნთქვა წაართვა და ღრმა წყლებში დაახრჩო

შემეცოდა იტაუმა. დიდი გული აჩვენა. ზეზეულად მკვდარი მაინც იდგა, იბრძოდა

არის შანსი, ეს მარცხი უკეთესიც იყოს მისთვის, 21 წლისაა და დიდი გზა აქვს წინ. აკლდა მარათონის გამოცდილება და მიიღო ზუსტად ის, რაც აკლდა – ადრე გათიშვის ნიჭის გამო.

ეგ ნიჭი თან მადლია და წყევლა.

მართალი იყო უსიკი, ადრე იყო ჯერ, მეტი რაუნდი უნდა დაეგროვებინა ამ დონეზე. მოჩქარეს მოუგვიანდა. თუ ისწავლის ამ გამოცდილებაზე, უარესი მონსტრი დაბრუნდება.

თუმცა თუ უკვე გატყდა, შეიძლება სრული პოტენციალი ვეღარც გამოავლინოს, რაც ძალიან, ძალიან დასანანი იქნება

მაგის თანამემამულე ვარსკვლავბიჭუნა დევიდ ჰეი ზუსტად ეგრე გააფუჭა კარლ ტომპსონმა. მერე თითქოს დაბრუნდა მწვერვალზე, მაგრამ არა იმ
შეუჩერებელი აურით

და ვერც გაჩერდა, ჯერ კლიჩკომ, მერე ბელეუმა საბოლოოდ დაამთავრეს.

კრივის ღმერთი დაუნდობელია.