ჟურნალისტ მიგელ სანსის ინფორმაციით, ბარსელონას ლონდონის ჩელსის ფრანგი ფორვარდი, კრისტოფერ ნკუნკუ შესთავაზეს.
როგორც იწერება, ნკუნკუ უთამაშებლობით უკმაყოფილოა და პრაქტიკის გაზრდა სურს, მისი აგენტი კი ვარიანტად ბარსელონას ასახელებს.
ნკუნკუს აგენტი პინი ზაჰავია, რომელსაც ჟოან ლაპორტასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, ეს კი ტრანსფერის ალბათობას ერთიორად ზრდის.