რუსეთის ხელისუფლების რუპორი, რუსეთის საგამოძიებო სამსახური ჯიუტად ამტკიცებს, რომ “კროკუს სითი ჰოლზე” განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ტერორისტები კიევში უნდა ჩასულიყვნენ, რათა კუთვნილი ჯილდო მიეღოთ. 

ეს მას შემდეგ ხდება, რაც აშშ-მა რამდენჯერმე და ოფიციალურად, ვიცე-პრეზიდენტის დონეზეც კი განაცხადა, რომ ტერაქტის უკან არ დგას უკრაინა და მოსალოდნელ თავდასხმაზე კრემლს დაწვრილებითი ცნობები ჰქონდა.

შეგახსენებთ, “კროკუსზე” შეტევის დროს მოკლულთა რიცხვი დღეს კიდევ ერთხელ გაიზარდა, ამჟამად სიაში 144 მოკლული და გარდაცვლილია, დაჭრილთა რაოდენობამ კი 282 შეადგინა. 

ასევე, შეგახსენებთ, რომ “კროკუსში” მოკლულთა შორის რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკიც იყო, რომელიც მოსკოვში უკრაინიდან ჩავიდა, სადაც რუსეთის მხარეს იბრძოდა და ხანმოკლე შვებულება მისცეს, რათა ოჯახის წევრები ენახა. მანაც ნახა, მაგრამ ბოლოჯერ…