საფრანგეთის ჩრდილოეთით, ბულონ-სურ-მერის ნაპირთან, ლა-მანშის სრუტეში, პრობლემა გაუჩნდა ნავს, რომელსაც დაახლოებით 90 მიგრანტი გადაჰყავდა.
სანაპირო დაცვამ ნავს დახმარება გაუწია. ოპერაციის დროს ორი კაცი გარდაიცვალა, - იტყობინება Reuters-ი საფრანგეთის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით.
ორივეს გულ-სასუნთქი ორგანოების შეტევა ჰქონდა, როცა სანაპირო დაცვამ ნავის სამაშველო ოპერაცია დაიწყო, მოგვიანებით კი მაშველებმა ისინი გარდაცვლილად გამოაცხადეს, — ნათქვამია ლა-მანშისა და ჩრდილოეთის ზღვის პრეფექტის ოფისის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ამავე ინციდენტის დროს ორი ქალი სხეულის დიდი ნაწილის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბულონ-სურ-მერის პროკურატურამ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. გაზეთ „La Voix du Nord“-ის ცნობით, ორივე ქალის დამწვრობა მიუთითებს იმაზე, რომ საწვავი ზღვის წყალს შეერია.
გასულ კვირას ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის მცდელობისას უკვე დაიღუპა სამი ადამიანი.
ბოლო ინციდენტის გათვალისწინებით, წლის დასაწყისიდან დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, როგორც ეს საინფორმაციო სააგენტო AFP-ის მიერ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა.
radiotavisupleba ახალი ამბები