WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

9

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, 64 წლის გიორგი ბარბაქაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„მთავარი ამბები კახეთიდან“ გამოცემის ინფორმაციით, მან სანადირო თოფიდან თავის არეში ისროლა და ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბარბაქაძეს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. მათივე თქმით, ამ ეტაპზე არ იკვეთება სხვა რაიმე წინაპირობა ან მიზეზი, რამაც შესაძლოა, მერის წარმომადგენელს სუიციდისკენ უბიძგა.

სამართალდამცავები საქმის დეტალების დასადგენად შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

შსს- ს მომხდართან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.