ლადო აფხაზავას ცემის ფაქტზე ერთ ადამიანის ბრალი წარედგინა

1 week ago 15

საქართველოს პროკურატურამ პედაგოგ ლადო აფხაზავასა და მისი შვილობილის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

შსს-ს გამოძიების თანახმად, 5 მაისს ლანჩხუთში ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა.

კ.ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

პედაგოგი ლადო აფხაზავა ამბობს, რომ თავს რამდენიმე პირი დაესხა. ის თავდასხმას რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.

ალბათ აქციებზე მონაწილეობის გამო დამესხნენ თავს – ლადო აფხაზავა 

სრულად წაკითხვა