“ხელისუფალთან დებატები მებრძოლი ახალგაზრდობის შეურაცხყოფაა” – ხუხაშვილი

2 weeks ago 7

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:

ამ ვითარებაში, წინაპირობების გარეშე ხელისუფალთან ყოველგვარი დებატები მინიმუმ დიდი სიბრიყვე და მებრძოლი ახალგაზრდობის შეურაცხყოფაა.

მინიმალური წინაპირობა უნდა იყოს ყველა დაპატიმრებული მოქალაქის უპირობო განთავისუფლება და მოძალადე “სამართალდამცავების” დასჯა.

ხელისუფლება არც აპირებს რეალურ დისკუსიას. მას სჭირდება უბრალოდ “დიალოგის” სურათის ჩვენება, შემდგომი უტიფარი კომენტარებით, რომ “ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოისმინეს”

ვადასტურებ ჩემს პატივისცემას თინა ხიდაშელის მიმართ და ვურჩევ, რომ თუ მივა, მხოლოდ ამ პირობის შესრულების საჯარო დაპირების შემდეგ ჩაერთოს ამ ჩემის აზრით უაზრო საუბრებში.

სრულად წაკითხვა