WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამორიცხა უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესაძლებლობა - იმ შემთხვევაშიც, თუკი პირდაპირი მოლაპარაკება გაიმართება რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის.

ინდოეთში მიმდინარე BRICS-ის სამიტის პარალელურად ლავროვმა უპასუხა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის კორესპონდენტის შეკითხვას - რომ "მოლაპარაკებების პერიოდში სპეციალური სამხედრო ოპერაცია არ გაჩერდება. ჩვენ ეს გამოცდილება უკვე მივიღეთ და დასკვნებიც გამოვიტანეთ" (რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში მის მიერ წარმოებულ ომს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს). ლავროვს არ დაუკონკრეტებია ამ დასკვნების შინაარსი.

ჟურნალისტმა ლავროვს შეკითხვა დაუსვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებაზეც პირისპირ შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დიდი ოცეულის სამიტზე, რომელიც დეკემბერში, აშშ-ში უნდა გაიმართოს. ლავროვმა განაცხადა, რომ ამ წინადადების შესახებ არაფერი სმენია. "მაგრამ იგი [ზელენსკი] მოგზაურობს, ის შინ არ არის ხოლმე. ხოლო ჩვენ სახლში საქმეები გვაქვს, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი რეგულარულად აკონტროლებს" - განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, ზელენსკის გაეგზავნა მიწვევა და თუ სურს, შეუძლია რუსეთში ჩავიდეს.

ზელენსკი პუტინს სთავაზობდა პირისპირ შეხვედრას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში - მოსკოვისა და კიევის გარდა. კრემლი ამ წინადებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ ზელენსკის შეუძლია მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში ჩავიდეს.