წაკითხვა: 159
მაია ნიკოლეიშვილი ეხმიანება თბილისში, კახა კალაძის შტაბთან გამართული საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს:
“ნუთუ მე მართლა თბილისში ვცხოვრობ?! ეს როგორ შეიძლება, ჩემი ქალაქი იყოს?!
ლამისაა, ბრაზმა დამახრჩოს, ამ გაბანძებულ ქალაქში, რომელიც ჩემს ქალაქს აღარ ჰგავს!
ღამის 3 საათზე, მრგვალ ბაღთან, პატარა, კაპიუშონიანი გოგოები ერთმანეთს ისეთი პირით აგინებენ, შეგზიზღდება გარემოც, არჩევანიც, არადანიც, ქალაქიც.
შემდეგი “ჯგუფი” იმით ტრაბახობს, თითი რომ გაუკეთა იმ გოგოს უკან და ის რომ გაიქცა!
რამდენმა დაჯგუფებამ აიარ-ჩაიარა და ყველა იქიდანაა, საბანძეთიდაან, მელიქიშვილის აქციიდან.
ამ დროს აქ ყოველთვის სიმშვიდეა ხოლმე. ახლა უკვე დაიწყო, წინა და პოსტ-არჩევნების აქციის ზომბების წანწალი, პატრონი ამათ არ ელოდებათ სახლში და იწანწალებენ, გინებ-გინებით, რა ენაღვლებათ!
ყველა არჩევნების წინ და შემდეგ თვეებში, როგორ ბანძდება დედაქალაქი და ქვეყანა!
ეს ქალაქი ჩემს ქალაქს საერთოდ არ ჰგავს!
სად, სად დავემალოთ ამ სიბინძურეს?! მე გეკითხებით:
სად დავმალოთ, როგორ დავიცვათ პატარები?!
რა თავში ვიხლი გაზონებს, ტროტუარებს, ახალ კორპუსებს, თუ იქ აი ასეთი, პირაყროლებული, ბანძი ზომბები ირბენენ?!!!
მელიქიშვილის გამზირზე რომ პროფესორ შარაძეს მოკლავენ, ჯერ ესაა ცინიზმის აპოგეა, იქ რომ მის ძეგლს არ დადგამენ, ესეც ცინიზმია, და მერე, იმავე ადგილას, პირაყროლებული, ბანძი გოგოსმაგვარები რომ დაძრწიან…რაღა ვთქვა…მელიქიშვილის გამზირზე!
ცინიზმის აპოგეაა, საქართველოში ბანერის დაზიანება რომ ისჯება და ადამიანის გინება, უბინძურესიც-“მოსულა”!
არა, მე მართლა თბილისი მინდა, ბევრს რომ არც გინახავთ, ისეთი ჩვეულებრივი, თბილი და ადამიანური!
მაქვს მე არჩევანი, საერთოდ?!”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს