3
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.
სამუშაოები ამ დროისთვის ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს, რომელსაც კომპანია ,,პალადა“ ასრულებს.
სამუშაოები გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 182 636 ლარით ფინანსდება.
სოფელ ჯურუყვეთში მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაათვალიერა.
(R)