ლარი ისევ გაუფასურდა – დეტალები

1 week ago 3

4

ლარი დოლართან 3.79 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 3.17 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8323 ლარია, ერთი ევროსი – 2.9742 ლარი. აღსანიშნავია, რომ 11 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ბაზარზე არსებულ 41 ვალუტასთან გაუფასურდა და მხოლოდ ორთან – რუსულ რუბლთან და ყაზახურ ტენგესთან გამყარდა,

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.89 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.05 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.85 ლარია, ევროსი – 3 ლარი.

აღსანიშნავია, რომ წინა კვირის ბოლო სამი ვაჭრობისას, ლარი გამყარდა. თუმცა, იქამდე, სამი დღის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა ევროსთან და დოლართან 13-13 თეთრით გაუფასურდა. ეს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესის 2028 წლის ბოლომდე შეჩერების და საპროტესტო აქციების ფონზე მოხდა.

5 დეკემბერს ირაკლი კობახიძეს ბრიფინგზე რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, რამ გამოიწვია ლარის რამდენიმედღიანი გამყარება და ამისთვის ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვები ხომ არ გაუყიდია. კობახიძის თქმით, “რაიმე არსებითი ინტერვენციის საჭიროება არ ყოფილა, როგორც კი დასტაბილურდა პოლიტიკური ვითარება, მაშინვე ჩამოვიდა კურსი დაბლა”.

სრულად წაკითხვა