22 აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 23 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში.
აგვისტოს თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევოდა, რაც საკმაოდ სერიოზული იყო განსაკუთრებით თვის შუა რიცხვებში, თუმცა ბოლო კვირაში გამყარების ნიშნები გამოიკვეთა.
აშშ დოლართან მიმართებაში მრავალკვირიანი სტაბილური გამყარების პერიოდი დასრულდა და სახეზე იყო სერიოზული რყევები. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
19 აგვისტო – 2.6968;
20 აგვისტო – 2.6981;
21 აგვისტო – 2.7000;
22 აგვისტო – 2.7068.
რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ, ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0017 ლარით და 1 აშშ დოლარი 23 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 2.7051 ლარი ეღირება.
აგვისტოში სახეზე იყო ლარის ცვალებადი კურსი და რყევები, ევროსთან მიმართებაშიც, თუმცა ბოლო კვირაში გამოიკვეთა მეტნაკლები სტაბილურობაც და გამყარებაც. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
19 აგვისტო – 3.1507;
20 აგვისტო – 3.1530;
21 აგვისტო – 3.1450;
22 აგვისტო – 3.1532.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე საკმაოდ გამყარდა, 0.0166 ლარით და 23 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1366 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, ანალოგიური სიტუაცია იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში, ლარის ცვალებადი კურსით და სერიოზული რყევებითაც, თუმცა ბოლო კვირაში გამოიკვეთა დასტაბილურების ნიშნებიც. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი გამყარდა აბსოლუტურად უმრავლეს უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. კერძოდ, განისაზღვრა შემდეგი კურსი (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 23 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6275 ლარი (გამყარდა 0.0180 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0660 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6546 (გამყარდა 0.0020 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5907 ლარი (გამყარდა 0.0015 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0698 ლარი (გამყარდა 0.0064 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3433 ლარი (გამყარდა 0.0150 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7678 ლარი (გამყარდა 0.0029 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.0905 ლარი (გამყარდა 0.0112 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.9541 ლარი (გაუფასურდა 0.0346 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8190 ლარი (გამყარდა 0.0114 ლარით).
აგვისტოს თვეში რყევებია რუსულ რუბლთან მიმართებაშიც, თუმცა უფრო ლარის გამყარების ტენდენციით. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
19 აგვისტო – 3.3507;
20 აგვისტო – 3.3399;
21 აგვისტო – 3.3636;
22 აგვისტო – 3.3525.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0016 ლარით და 23 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3509 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი